ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა რამდენიმე საუკუნეს ითვლის, თუმცა გადაჭარბებული არ იქნება ვთქვათ, რომ ევროპისკენ ქართველობა დასაბამიდან ისწრაფოდა. უფრო მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ ქართველები ყოფილან პირველი ევროპელები (ზეზვა და მზია). შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პირველსახისკენ ვისწრაფოდით და ვისწრაფით დღესაც.
მიყვარს მე-19 საუკუნე - საუკუნე ელდით, ტკივილით, ჭირთათმენით აღსავსე... ეს ის ეპოქაა, როდესაც რუსეთისგან იმედგაცრუებული, ხელნაკრავი, კვლავ ევროპისკენ მოუწოდებს მომავალ თაობას, რადგან ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას სწორედ ევროპასკენ სწრაფვაში ხედავს.
საინტერესოა, ალექსანდრე ჯამბაკურ - ორბელიანის, ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, სერგეი მესხის, კონსტანტინე მამაცაშვილის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა ნააზრევის გაცნობა მოსწავლეთათვის. თითოეული საზოგადო მოღვაწის ნააზრევი ქვეყნის განვითარების ( განათლების, ეკონომიკის...) სხვადასხვა საკითხს ეხება.
ევროპა ის სახლია, სადაც სულიერი სიმშვიდის მოპოვებაა შესაძლებელი. ასე ფიქრობდნენ ქართველები ორი საუკუნის წინ, ასეა დღესაც. უნდა ითქვას, რომ თითოეული მათგანი მარად თანამედროვენი არიან საკუთარი იდეებით.
ევროპული ღირებულებებისთვის უპირველესი ადამიანია. ევროპული ღირებულელებები გულისხმობს სამშობლოს დაცვას, მასზე ფიქრსა და გარჯას... ქართველისთვისაც უპირველესი სამშობლო და ადამიანია, რაშიც სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებს(ჰპოვებდნენ) ხოლმე.
სულიერ სიმშვიდეს ყველა შინ აღწევს. ევროპა ჩვენთვის ,,შინ“ გახლავთ! ასე იყო ყოველთვის და ამიტომაცაა ჩვენთვის ევროპა მისაღები.
ნ. ნ.
ნ. ნ.
2019წ.
No comments:
Post a Comment