4/24/2019

ფიქრები --- ევროპა და ჩვენ

 ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა  რამდენიმე  საუკუნეს ითვლის, თუმცა გადაჭარბებული არ იქნება ვთქვათ, რომ ევროპისკენ ქართველობა დასაბამიდან ისწრაფოდა. უფრო მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სწორედ ქართველები ყოფილან პირველი ევროპელები (ზეზვა და მზია). შეიძლება ითქვას, რომ  ჩვენი პირველსახისკენ ვისწრაფოდით და ვისწრაფით დღესაც.
     მიყვარს მე-19 საუკუნე  - საუკუნე  ელდით,  ტკივილით, ჭირთათმენით აღსავსე... ეს ის ეპოქაა, როდესაც რუსეთისგან იმედგაცრუებული,  ხელნაკრავი, კვლავ ევროპისკენ მოუწოდებს მომავალ თაობას, რადგან ქვეყნის გადარჩენის ერთადერთ გზას სწორედ ევროპასკენ სწრაფვაში  ხედავს.
   საინტერესოა, ალექსანდრე ჯამბაკურ - ორბელიანის,  ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, სერგეი მესხის, კონსტანტინე მამაცაშვილის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა ნააზრევის გაცნობა მოსწავლეთათვის. თითოეული საზოგადო მოღვაწის ნააზრევი ქვეყნის განვითარების ( განათლების, ეკონომიკის...) სხვადასხვა საკითხს ეხება.
  ევროპა ის სახლია, სადაც სულიერი სიმშვიდის მოპოვებაა შესაძლებელი. ასე ფიქრობდნენ ქართველები ორი საუკუნის წინ, ასეა დღესაც. უნდა ითქვას, რომ თითოეული მათგანი მარად თანამედროვენი არიან საკუთარი იდეებით.
  ევროპული ღირებულებებისთვის უპირველესი ადამიანია. ევროპული ღირებულელებები გულისხმობს  სამშობლოს  დაცვას, მასზე ფიქრსა და გარჯას... ქართველისთვისაც უპირველესი სამშობლო და  ადამიანია, რაშიც სულიერ სიმშვიდეს ჰპოვებს(ჰპოვებდნენ) ხოლმე.
 სულიერ სიმშვიდეს ყველა შინ აღწევს. ევროპა ჩვენთვის ,,შინ“ გახლავთ!  ასე იყო ყოველთვის და ამიტომაცაა  ჩვენთვის  ევროპა მისაღები.
                                                                                                                         ნ.  ნ.
                                                                                                                
                                                                                                                           2019წ.

ევროპა და ჩვენ


    ეს პოსტერი მეოცნებე გოგონას ნააზრევია.  შეიძლება უმრავლესი ჩვენგანი არ დაეთანხმოს მის ჩანაფიქრს,  მისეულ თვალთახედვას ევროპასთან მიმართებაში.
 მე მის აზრს პატივს ვცემ!     (ნ.ნ.)

ბაია წერეთელი 
მე-10 ( მეოთხე) კლასი

4/14/2019

ისევ, ისევ ევროპისკენ!










მომავლის ევროპელი - Imagining the European of the future?




            მოგესალმებით, ვფიქრობ შევხვედრივართ. მე ევროპელი ვარ, მომავლის ევროპელი! ან ევროპელი მომავლიდან, როგორც გენებოთ. საკმაოდ მრავალფეროვან გარემოში ვცხოვრობ. ჩემ გარშემო უამრავი კულტურის მქონე ადამიანები ირევა. ზოგიერთი მათგანი დედამიწის მეორე ნახევრიდან ჩამოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად. მშვენიერი მეზობლები ვართ, ერთმანეთს ხახვსაც ვუწილადებთ და მაღაზიაშიც ვეგზავნებით, თუ საჭიროა. სხვათაშორის, საკუთარი უკაბელო ინტერნეტის პაროლებსაც ვუმხელთ ერთიმეორეს. მგონი ახლა ცხადია თუ რაოდენ დიდი სიყვარულია ჩვენ შორის. აი თუნდაც, ჩემი თანაკლასელი აზიიდან არის. მისი კულტურა ძალიან განსხვავდება ჩვენი კულტურისაგან, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, პირიქით სასიამოვნოც კია პატარ-პატარა მსგავსებების აღმოჩენა და ინფორმაციის მიმოცვლა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მშობლიური ენები გაგვაჩნია ამით არანაირი დისკომფორტი იქმნება. უმეტესად ერთ ენაზე ვსაუბრობთ, თუმცა ხშირად გვიწევს ერთმანეთს მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეებს ვუსმინოთ, შესაბამისად ჩვენი უცხოური ლექსიკა სწრაფად მდიდრდება. რამდენჯერმე ამ უცხოური სიტყვების მარაგით აღმოსავლელ ტურისტსაც კი დავეხმარე გზის გაგნებაში! მოკლედ რომ გითხრათ, ძალიან განსხვავებულები ვართ და სწორედ ეს არის ჩვენ მეგობრობაში ყველაზე მომხიბვლელი და საინტერესო.
            ახლახანს ახალი პროექტი წამოვიწყეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ვგეგმავთ, რომ ლაშქრობები მოვაწყოთ და გზად შეხვედრილი ნარჩენები შევაგროვოთ. გვსურს, ჩვენს სახელზე ხეები დავრგოთ და გარემოს დაცვაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. ჩემი აზრით, რთულია კაცობრიობა სწრაფი ტემპით ვითარდებოდეს და ამავდროულად გარემოს არ აბინძურებდეს. დიახ, ნამდვილად რთულია, თუმცა არა შეუძლებელი და ზუსტად ამის მიღწევაა ჩვენი მიზანი.
            სკოლაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა შეხედულებები გაგვაჩნია, ყოველთვის ვცდილობთ ერთმანეთის მოსაზრებები გავიზიაროთ. მაგალითისთვის, ზოგიერთი ჩვენგანი განსხვავებული რელიგიური მრწამსის მიმდევარია, მაგრამ ეს არასდროს აჩენს ერთმანეთის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას. ალბათ ყოველივე ახალი და განსხვავებული ადამიანში ერთგვარ შიშს იწვევს, თუმცა უნდა გავიაზროთ რამდენად საფუძვლიანი და ლოგიკურია ჩვენი შიში, რამდენად უშლის ის ხელს ახალი იდეეების წარმოშობას, სურვილის გაღვივებას, რომ სხვადასხვა თავგადასავლებსა თუ გამოწვევებს შევეჭიდოთ და რამდენად გვამწყვდევს ერთ დიდ უცვლელ კომფორტის ზონაში, რომლისგანაც თავის დაღწევა დროდადრო უფრო რთული ხდება. ხოლო, როგორც კი ამ მყუდრო ოთახიდან გამოვაღწევთ, მაშინვე ვხედავთ, როგორი უსაფუძვლო იყო ჩვენი შიში და რამდენად უფრო მშვენიერია იმ ოთახის კარებს მიღმა არსებული სამყარო.
            ხშირ შემთხვევებში სწორედ ამ განსხვავებულობის მიუღებლობისა და შიშის გამო, ადამიანები ჩაგრავენ, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ სხვებზე და ამ ყველაფრით მათ უფლებებს უხეშად ეხებიან. ეს ფაქტი ჩემთვის ძალზედ სამწუხაროა და ვცდილობ მსგავსი ინციდენტების დროს მაქსიმალურად სწორი გადაწყვეტილება მივიღო, ხმა ამოვიღო და დავეხმარო ადამიანებს, რომლებიც ასეთი მოპყრობის მსხვერპლნი არიან.
            ევროპა არის გარანტი იმისა, რომ შენ იცხოვრებ თავისუფალ, თანასწორ, სამართლიან, დემოკრატიულ და სოლიდარულ გარემოში, სადაც თამამად გამოთქვამ საკუთარ აზრს, სადაც თითოეული მოქალაქის უფლებები იქნება დაცული, სადაც არ გესვრიან ტალახს შენი კანის ფერის გამო, სადაც არ გჩაგრავენ იმიტომ, რომ შენ განსხვავებული ხარ, ადგილი სადაც ცხოვრება არის სრული კომფორტი და ბედნიერება!

       სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-10 (მე-7) კლასის მოსწავლე

                                                                      მარიამ ჯაფარიძე

ფიქრები --- ევროპა და ჩვენ

 ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა  რამდენიმე  საუკუნეს ითვლის, თუმცა გადაჭარბებული არ იქნება ვთქვათ, რომ ევროპისკენ ქართველობა დასაბამიდა...